2024 წლის 16-20 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ჰიბრიდულ რეჟიმში აკადემიის და დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია დასახელებით: „სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენცია“
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 30 ივლისამდე აკადემიის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონფერენციის პროგრამა მოიცავს ოთხ სექციას:
სექცია 1: შავი ზღვა და სამხრეთ ვკავკასია:რეგიონალური უსაფთხოების დილემები;
სექცია 2: ევროკავშირი და ნატო:დასავლეთის ჩართულობა რეგიონებში;
სექცია 3: ჩინეთი და რუსეთი:დიდი ძალაუფლების ქვეყნების გავლენა რეგიონზე;
სექცია 4: მყიფე უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და მისი შედეგები.
მონაწილეობის მსურველთა დარეგისტრირება ხორციელდება სარეგისტრაციო პლატფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/1TWRvsTtJVIwrIPR9ZSeI7IUzx7Tr5mYCyaIBMUaKwgQ/edit
კონფერენციაზე მონაწილის სტატუსით ჩართული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.