დღეს, შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. აკადემიის ხელმძღვანელობამ შვედ სტუმრებს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, შვედმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.