მიმდინარე წლის მაისის თვეში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის წარმომადგენლები. ვიზიტის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. სამუშაო შეხვედრების დროს ასევე განხილულ იქნა სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები ერასმუს + პროგრამის ფარგლებში. არსებული ინიციატივების შედეგად აკადემიის იუნკერებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ექნებათ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ და გამოცდილება მიიღონ სხვადასხვა გაცვლით აქტივობებში მონაწილეობით.