სიახლეები

სპექტაკლი გრიგოლ ფერაძე

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა სასწავლო ბატალიონთან, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “იცანის” ორგანიზებით, ჩატარდა  რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლი  ,,გრიგოლ ფერაძე'',  რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები ცოცხალი შესრულებით.

მსგავსი სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს იუნკერთათვის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და ამაღლებას.