სიახლეები

სტუდენტური ფესტივალი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეში მონაწილეობა მიიღეს მაშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში „სტუდფესტი 2024“, რომელიც მოიცავდა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას.  სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში აკადემიის იუნკერები მონაწილეობდნენ ისეთ აქტივობებში როგორებიცაა: 
  ინტელექტუალური თამაშები რა  სად  როდის,  დებატები, ხალხური   სიმღერები,  ბილიარდი, ფუტსალი, ბოულინგი,  ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი,  სპექტაკლი, ცეკვა, STEM მარათონი.

მსგავსი სახის აქტივობებში მონაწილეობის მიღება  ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას.