მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა იტალიის სამხედრო აკადემიაში, ქ. მოდენა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს იტალიის სამხედრო აკადემიის რექტორმა გენერალ - მაიორმა დევიდ სკალაბრინმა უმასპინძლა. გაიმართა გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა კვლევით მიმართულებებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
აკადემიის ხელმძღვანელობის ასეთი ხასიათის სამუშაო ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით.