სიახლეები

სკოლების ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართულ-ამერიკული სკოლის, ქარელის რაიონის სოფელი ძლევიჯვარის და ხაშურის რაიონის სოფელი ვაყის  მოსწავლეების ვიზიტი განხორციელდა. იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა, რის შემდეგაც სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების და იუნკერთა სასწავლო ბატალიონი შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი და სპორტული დარბაზი.

აღნიშნული სახის ვიზიტები ეხმარება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას.