ეროვნული თავდაცვის აკადემიას ივნისის თვეში იტალიის გაერთიანებული ძალების კოლეჯის მაღალი დონის კურსის სტუდენტები ესტუმრნენ, სტუმრებს თან ახლდა თავდაცვის ატაშე ესპანეთის სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი გიორგი ბაბუნაშვილი, მათ აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ აკადემიის შესახებ პრეზენტაციას და დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
ასეთი ხასიათის ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო სასწავლო მიმართულებებით.