დღეს, ტაქტიკური საველე მომზადების 3 კვირიანი პროგრამის წარმატებულად გავლისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 48 მსმენელს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურმა, მაიორმა ზურაბ ხუროშვილმა და სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ სერთიფიკატები გადასცეს.
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია მანავის მომზადების სკოლის ბაზაზე გაიმართა.