ეროვნული თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა აშშ-ს საზღვაო აკადემიის დელეგაცია ხუთი კადეტის და ორ თანმხლები პირის შემადგენლობით. ვიზიტის პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა სამხედრო, აკადემიური, სპორტული და კულტურული აქტივობებით, რომლებშიც კადეტებთან ერთად, ასევე ჩართულნი იყვნენ აკადემიის იუნკერები.
ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა შემეცნებითი ტურები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვის სფეროში თანამედროვე გამოწვევების შესახებ.