სიახლეები

იუნკერები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვესტ პოინთის სამხედრო აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვესტ-პოინთის სამხედრო აკადემიაში კადეტთა საველე სწავლებაზე.
სწავლებაში საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აკადემიის  იუნკერებმა. აღნიშნული სწავლება გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში და მოიცავდა ნავიგაციის, არტილერიის, ავიაციის, ინჟინერიისა და ტაქტიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
სწავლების მიზანი იყო მომავალი ოფიცრების მომზადება სამხედრო კომპონენტში და სამხედრო მოსამსახურისათვის საჭირო უნარებ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკაში გამოყენება და განვითარება.