სიახლეები

აკადემიაში გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირი. ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების, სერჟანტების, ოფიცრების და სამოქალაქო პირებისგან დაკომპლექტებულმა რვა გუნდმა. ფინალურ შეხვედრას აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების და აკადემიის სერჟანტთა კორპუსის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება იუნკერთა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი აკადემიის რექტორმა გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ასევე, გამოვლინდა ტურნირის „საუკეთესო ფეხბურთელი“, რომელიც მეოთხე კურსის იუნკერი გიორგი თამლიანი გახდა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, ფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.