დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას NovaMova საერთაშორისო ენის სკოლის წარმომადგენლები და მისი სტუდენტები - აშშ-ს სამხედრო აკადემიის კადეტები და საზღვაო აკადემიის მიჩმანები, ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრის იუნკერებმა და ამერიკელმა კადეტებმა და მიჩმანებმა ერთმანეთს გაუზიარეს აკადემიებში არსებული სწავლის მეთოდები და სამომავლო გეგმები. NovaMova-ს წარმომადგენლებმა ისაუბრებს სკოლაში არსებულ პროგრამებზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.