სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შედეგების მიხედვით და მაგისტრატურის საბჭოს გადაწყვეტილებით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების 36 კურსდამთავრებულს მიენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში, მათ შორის 6 კურსდამთავრებულს წარჩინებით.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა შორის 16 კურსდამთავრებული არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელი. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია, როგორც თავდაცვის სისტემაში, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირებისათვის აკადემიური განათლების მიცემაზე.