ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა ოფიცერ/სერჟანტთა სამხედრო პრაქტიკული კონფერენცია „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს სტაბილურობისთვის''.
ღონისძიების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის ძალების და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერ/სერჟანტთა რგოლის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა თემები, რომლებიც შეეხებოდა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომლებიც წამოჭრილია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
კონფერენციის დასასრულს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.