სიახლეები

აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი სტუდენტზე ორიენტირებული აქტიური სწავლების მეთოდები

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი „სტუდენტზე ორიენტირებული აქტიური სწავლების მეთოდები“. ტრენინგი განხორციელდა NATO DEEP-ის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტების - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ომის კოლეჯის პროფესორის, დოქტორ აბიგაილ სტოუნროკის და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ აურა კოდრეანუს ხელმძღვანელობით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო აკადემიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების სამხედრო და აკადემიურმა პერსონალმა, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლებმა.

ზემოხსენებული ტრენინგი მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სამხედრო და აკადემიური პერსონალის გადამზადებას აქტიური სწავლების მეთოდების დანერგვაში.