სიახლეები

აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. რექტორმა კურსდამთავრებულებს მიულოცა მაგისტრატურის დასრულება და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში, მან თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სამაგისტრო პროგრამების სახით უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის განხორციელების უდიდეს მნიშვნელობას თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრებისთვის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის. სიტყვით გამოსვლისას რექტორმა მადლობა გადაუხადა მაგისტრატურის აკადემიურ პერსონალს, თანამშრომლებს და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებს.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები წელს 36 - მა მაგისტრანტმა დაამთავრა, მათ შორის 6 - მა წარჩინებით.

ღონისძიების ბოლოს რექტორმა მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე პირად შემადგენლობას საპატიო სადილზე უმასპინძლა.