სიახლეები

აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით პოლონეთში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები - ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი, ნინო კანდელაკი და სალომე პოპიაშვილი პოლონეთში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ერთობლივი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა - ILIAS BOOTCAMP ქალაქ ოლსტინში  ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიისა (NATO DEEP E-academy) და  პოლონური ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სწავლების მართვის სისტემის ILIAS სასწავლო პლატფორმის ადმინისტრირებისათვის საჭირო  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა აქტუალურ საკითხებს, რაც აუცილებელია სასწავლო პლატფორმის ეფექტიანად მართვისთვის.

სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინისა და  ტუნისის წარმომადგენლები.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობას, ასევე, მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.