დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ, იუნკერებმა და მსმენელებმა პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის მოძღვარმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.