ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მადლობის სიგელი გადასცა პოლკოვნიკ ლევან ქავთარაძესა და ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი არაბულს, რომლებიც თავდაცვის ძალებში სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ სამსახურს. ბრიგადის გენერალმა აკადემიის წინაშე მათ დამსახურებაზე ისაუბრა და ოფიცრებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რექტორმა პირად შემადგენლობას ახალი მოადგილე, პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ რემიშვილი წარუდგინა.
ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა აკადემიის სამედიცინო პერსონალს სამხედრო მედიცინის დღე მიულოცა, მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობის სიგელები გადასცა.