სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სატელევიზიო პროექტში „ეტალონი“

5 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს სატელევიზიო პროექტში „ეტალონი“. გადაცემა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის, ზურაბ აგლაძის ხელშეწყობით განხორციელდა.

გადაცემის გამარჯვებულს, აკადემიის საბაკალავრო სკოლის მენეჯმენტის მიმართულების მე-2 კურსის იუნკერს, ლევან ზოსიაშვილს მიენიჭა ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2013-14 სასწავლო წლის ეტალონი იუნკერის ტიტული და ასევე ისრაელის სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერი.