2024 წლის 23 სექტემბრიდან სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება.
პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელბა კვირა დღეს, სულ 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში. პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2026 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
აკადემიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1.განცხადება (ივსება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიმღებ კომისიაში);
2.ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ცალი;
3.უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი და ასლი) – 3 ცალი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ (გარდა საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა);
4.პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ცალი;
5.დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) - 3 ცალი;
6.ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი, მეუღლის პირადობის მოწმობის და შვილების დაბადების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
7.ოჯახის წევრ(ებ)ის (მეუღლე, შვილები, დედ-მამა, დედმამიშვილები) პირადობის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
8.შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლები (არსებობის შემტხვევაში) – 2 ცალი;
9. ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი;
10.ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
11.ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
12.ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ფორმა N2 (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
13.ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ-გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) – 1 ცალი;
14.ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
15. მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 3 ცალი;
16. ცნობა სამსახურის შესახებ/ნამსახურების ნუსხა, შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
17. მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
18. სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) - 2 ცალი;
19.ფერადი ფოტო 3×4-ზე 6 ცალი;
20. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი.