სიახლეები

აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

2024 წლის 23 სექტემბრიდან სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება.
აკადემია რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საინფორმაციო გასვლებს
აღნიშნული ღონისძიება მოიცავს საქართველოს რეგიონებისა და ქალაქებში (თბილისი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) საინფორმაციო ბროშურების დარიგებას და იუსტიციის სახლებში განთავსებას. აკადემიის წარმომადგენლები ახალგაზრდებს აცნობენ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღების პირობებსა და პროცედურებს. ასევე აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება მიმდინარეობს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ელ-ფოსტა: [email protected];
მობ: 577 39 01 94; 599 90 15 61;
მისამართი:  გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები: ორშაბათი -ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ