სიახლეები

აკადემიას გაცნობითი სახის ვიზიტით ესტუმრა საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გაცნობითი სახის ვიზიტით ესტუმრა საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, II რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი. შეხვედრის დროს, აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმარს გააცნეს აკადემიის სასწავლო პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროები, ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურა. ვიზიტის დროს განიხილეს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლას შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში აკადემიის იუნკერების ჩარიცხვა 2017 წლიდან ხდება და ყოველწლიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები აკადემიის იუნკერებისა და ფრანგი კადეტებისთვის. აღნიშნულ სკოლაში, ამჟამად, აკადემიის ორი იუნკერი ირიცხება სრულ საბაკალავრო პროგრამაზე.

აღნიშნული სახის ვიზიტები ამყარებს საერთაშორისო თანამშრომლობას სამხედრო სასწავლებლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სხვადასხვა სამხედრო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების დაგეგმვა.