ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის სპექტაკლი “ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს. სპექტაკლს დაესწრო იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობა.
ასეთი სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს იუნკერთათვის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და ამაღლებას.