სიახლეები

სამხედრო სპორტული ღონისძიება აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ,,სპორტული კვირეულის'' ფარგლებში 16-17 ოქტომბერს სამხედრო - სპორტულ სახეობებში შეჯიბრი  გაიმართა.
სამხედრო - სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სასწავლო ბატალიონის იუნკერები და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელები. ტურნირი ეტაპობრივად მიმდინარეობდა და შეჯიბრი ისეთ სამხედრო - სპორტულ სახეობებში გაიმართა, როგორებიც არის: დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ძალისმიერი შეჯიბრი, ცურვა, სირბილი და ბაგირის გადაძალვა.
ფინალური ტურის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც საპატიო სიგელით და თასით დაჯილდოვდა.