სიახლეები

სემინარი დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული  თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის, აკადემიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP eAcademy) წარმომადგენელმა ჩაატარა სემინარი თემაზე: დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება. სემინარის მიზანი იყო თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების და ტექნოლოგიების გამოყენება სამხედრო განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სემინარი მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის საუკეთესო პრაქტიკები სამხედრო განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, CAMEL-T&T პროგრამის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულ იქნეს სამხედრო სწავლებისას.