დღეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად შეეხო შეიარაღებული ძალების მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობასა და საქართველოს გეო-პოლიტიკურ მდგომარეობას. პოლკოვნიკმა ასევე ისაუბრა სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა სამომავლო პერსპექტივებზე.
სამეთაურო-საშტაბო სკოლაში მსმენელების შერჩევა ხორციელდება კომპლექსური ტესტირების შედეგების საფუძველზე. კურსზე მიიღებიან უფროსი სამხედრო წოდების მქონე პირები. 2013 წლიდან სამეთაურო-საშტაბო სკოლაში მიიღებიან სამოქალაქო პირებიც. მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემების თანახმად სკოლაში ირიცხება 31 მსმენელი, რომელთაგან 2 სამოქალაქო პირია.