ეროვნული თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა იტალიის შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლები, ოფიცერი ჯუზეპე იასევოლი და კადეტები ტომას იემა და მარკო ლაზარინი. აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები პირველად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
იუნკერებმა სტუმრებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სამხედრო სასწავლებლების სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს. მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვის სფეროში არსებული სწავლებების თანამედროვე მეთოდების შესახებ.