სიახლეები

აკადემიაში სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართ

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის იუნკერებმა, მსმენელებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, აგრეთვე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებისა და აკადემიის პარტნიორი საზღვარგარეთის ქვეყნების  სამხედრო სასწავლებლების წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ნაშრომები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ღონისძიებამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, იყო დისკუსია აქტუალურ თემებზე.
დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.