სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას „ღია კარის დღის“ ფორმატში პირველი კურსის იუნკერების მშობლები ესტუმრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ გააცნო პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. მშობლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა: მოინახულეს აკადემიის აუდიტორიები, საგამოცდო და დისტანციური სწავლების ცენტრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის სივრცე, აუზი, სპორტული დარბაზი.