სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჰიბრიდულ რეჟიმში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების და აკადემიის პარტნიორი საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ნაშრომები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ღონისძიებამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, იყო დისკუსია აქტუალურ თემებზე.

დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.