სიახლეები

წიგნის პრეზენტაცია აკადემიაში

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აკადემიის რექტორის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის რედაქტორობით გამოიცა წიგნი "ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში". 
წიგნის პრეზენტაცია განახორციელეს ნაშრომის ავტორებმა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორებმა, აკადემიის პროფესორმა ლევან ნიკოლეიშვილმა და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორებმა  თორნიკე ზედელაშვილმა.
წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის არსი; ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნა, როგორც ტრანსფორმაციული ძალა სამხედრო ოპერაციებში, მისი განმარტება, ისტორიული ეტაპები და ძირითადი პრინციპები; ხელოვნური ინტელექტი სამხედრო სფეროში, მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში; ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღების მაგალითები; ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება კიბერომებში და სხვ. 
წიგნის ავტორები ამ თემით დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო უწყებებს, კერძო ორგანიზაციებს, ექსპერტებს აძლევენ რეკომენდაციებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით. ნაშრომი საინტერესოა ასევე აღნიშნული პრობლემის შესწავლით და კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის.