დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი ესტუმრა. ბატონმა ირაკლიმ კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომლის ძირითადი თემა იყო საქართველოს 21-ე საუკუნის გეო-პოლიტიკა.
ლექციის მსვლელობისას ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა საქართველოს თანამედროვე გეო-პოლიტიკურ გამოწვევებზე. ასევე შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და რუსეთის დამოკიდებულებას ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ლექციის ბოლოს მსმენელებმა კითხვები დაუსვეს სირიასა და ირანში არსებულ მდგომარეობაზე.
ბატონმა ირაკლიმ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ქართველი მოაზროვნის, მერაბ მამარდაშვილის ნაშრომების ორტომეული. ლექციის დასასრულს ბატონმა ირაკლიმ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.