დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი ახალი სასწავლო-შემეცნებითი სივრცე „სამხედრო არქეოლოგიის“ კაბინეტი გაიხსნა. აღნიშნული სივრცე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
სასწავლო-შემეცნებით სივრცეში გამოფენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული საბრძოლო იარაღის ნიმუშების ფოტომასალა. ასეთი სახის სივრცეები აკადემიის იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული სახით და ვიზუალური აღქმით მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა სახეობის იარაღის შექმნის ისტორიაზე, იარაღის ევოლუციასა და ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ.