სიახლეები

ახალი წლის მილოცვა აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკერებს, მსმენელებს, თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას და სრულიად საქართველოს მინდა მოგილოცოთ ახალი 2025 წლის დადგომა!

ახალი წელი აუცილებლად იქნება ახალი გამოწვევებით აღსავსე, თუმცა ეროვნული თავდაცვის აკადემია სწორედ ის ადგილია, სადაც მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ და ერთად ვუმკლავდებით ნებისმიერ დაბრკოლებას, ერთად ვუფრთხილდებით ეროვნულ ფასეულობებს და ღირსეულად ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს. ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს.

მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს საერთო საქმეს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. სწორედ მომავლის იმედი და ერთიანობის სიმბოლოა ქართული ჯარი, რომელიც ყოველთვის მზად არის თავი გაწიროს სამშობლოსათვის.

მინდა ეს ახალი წელი განსაკუთრებით მივულოცო იმ პირად შემადგენლობას, რომლებიც დღეს ჩვენს საახალწლო განწყობას და მშვიდობას თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებით იცავენ.

მადლიერების გრძნობით და უდიდესი პატივისცემით მინდა მივულოცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს და დაჭრილ - დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სახელით ვულოცავ ახალ წელს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას.

ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წლის დადგომას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, კეთილდღეობას და წარმატებებს.

მრავალ ახალ წელს დაესწარით!

აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე