დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა პარაოლიმპიადის ფედერაციასთან ერთად კიდევ ერთხელ მიიღეს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამართულ ჯომარდობაში, რომელიც ბორჯომში, კერძოდ ჩითახევში ჩატარდა. ჯომარდობაში მონაწილეობას იღებდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტი რაჟდენ ბასიშვილი.