სიახლეები

აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო რგოლმა, პირადმა შემადგენლობამ და იუნკერებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

აკადემიის მმართველმა რგოლმა პირად შემადგენლობასთან და იუნკერებთან ერთად აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.