სიახლეები

ავთანდილ არაბული სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

დღეს, სამეთაურო-საშტაბო სკოლას ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული ესტუმრა. ბატონმა ავთანდილმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ჩაუტარა ლექცია ქართული ენის ისტორიის შესახებ. ლექციის მსვლელობისას მან ქართული ენის განვითარების ისტორიასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე განიხილა ქართული ენის როლი, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის შენახვის მთავარი საშუალება.

ლექციის დასასრულს, სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებმა ბატონ ავთანდილს დაუსვევს კითხვები ქართულ ენაში უცხოური სიტყვების დამკვიდრებისა და ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის სიმცირის პრობლემებზე.