დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მორიგი სასწავლო სივრცე „მართვისა და კონტროლის ინფორმაციული სისტემის“ კლასი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო სივრცე ორიენტირებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების ათვისებაზე.
ახალი სასწავლო სივრცის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს, რომ იუნკერებმა და მსმენელებმა შეისწავლონ მართვისა და კონტროლის სისტემების საშუალებით ამოცანის დაგეგმვა და აღსრულება, რაც აუმჯობესებს ზუსტი გადაწყვეტილების მიღებას სწრაფად, სწორ დროს და მეტი სიზუსტით.
აკადემიის ახალი სასწავლო სივრცით ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად სარგებლობენ აკადემიის ოფიცრები, სერჟანტები, იუნკერები და მსმენელები.