დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო სივრცეები - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული აკადემიის კურსდამთავრებული ოფიცრების სახელობის კლასები გაიხსნა.
აღნიშნული სივრცეების გახსნით ეროვნული თავდაცვის აკადემია პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
ასეთი სახის სივრცეები აკადემიის იუნკერებს და მსმენელებს კიდევ ერთხელ შეახსენებთ სამშობლოსათვის თავდადებული გმირების სახელებს.