სიახლეები

აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამებზე ჩაბარების შესახებ. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და საცხოვრებელ პირობებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 5 მარტის 10:00 საათიდან - 2 აპრილის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index

ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

თავდაცვა და უსაფრთხოება

სამართალი

მენეჯმენტი

ინფორმატიკა

საავიაციო ინჟინერია

მექანიკის ინჟინერია

აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.

ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!