ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, მე-2 რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი.
ვიზიტის დროს საფრანგეთის რესპუბლიკის ატაშე შეხვდა აკადემიის ხელმძღვანელ პირებს და აკადემიის იუნკერებს საზეიმოდ გადასცა ფრანგული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სეტიფიკატი DELF.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ფრანგული მხარე აკადემიას აქტიურად უჭერს მხარს ფრანგული ენის სწავლების მიმართულებით.