საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი, თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი და თავდაცვის ატაშეს მოადგილე - ვიცე-პოლკოვნიკი ალიმ სეზური.
სტუმრებს აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს, გააცნეს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია და დაათვალიერებინეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა აკადემიაში სტუმრად მყოფ თურქ კადეტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აკადემიაში მიმდინარე "მე-9 კადეტთა საერთაშორისო კვირეულში".
ვიზიტის დასასრულს ელჩმა ჩანაწერი გააკეთა სტუმრების საპატიო წიგნში და მხარეებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.