დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ესტუმრა. ბატონმა ალექსანდრემ კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია ჩაუტარა, რომლის თემა საქართველო და რეგიონალური უსაფრთხოება იყო. ლექციის მსვლელობისას მან ისაუბრა დემოკრატიისა და ევროკავშირის ძალასა და ქართველი ოფიცრების დიდ მნიშვნელობაზე რეგიონალურ უსაფრთხოებასთან მიმართებაში.
ლექციის ბოლოს ალექსანდრე რონდელმა პასუხები გასცა კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელების კითხვებს, რომლებიც რეგიონალურ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას ეხებოდა.