დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო რგოლმა, პირადმა შემადგენლობამ და იუნკერებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
აკადემიის სამეთაურო რგოლმა პირად შემადგენლობასთან და იუნკერებთან ერთად აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.