დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვეობის გლობალური გამოწვევები“'გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო დანიშნულებით“,“აშშ-ის ახალი ხედვა ტექნოლოგიური განვითარებისთვის“, „ინდივიდის ოპერაციული კოდი ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური რწმენების სისტემის გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე “, „ინდოეთის დიდი სტრატეგია “ და სხვა.
კონფერენციის მსვლელობის დროს აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.