სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ბაკალავრიატის, წარჩინებული იუნკერების მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეული მშობლები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა დააჯილდოვა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აკადემიაში მიმდინარე თვეში გაიზარდა იუნკერის საბაზისო სტიპენდია და ნაცვლად 320 ლარისა გახდა 500 ლარი. I, II და III კურსის ყველა იუნკერი იღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 500 ლარს, ხოლო წარჩინებული იუნკერები იღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.
დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმებია:
რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 ქულა - 300 ლარი
რეიტინგული ქულა A 91 – 94 ქულა - 200 ლარი
რეიტინგული ქულა B 81 – 90 ქულა - 100 ლარი
ხოლო IV კურსის იუნკერების დარიცხული სტიპენდია შეადგენს 1320 ლარს.
აკადემიაში ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს ხორციელდება წარჩინებული იუნკერების (A+ კატეგორიის) მშობლების დაჯილდოვება, ხოლო A და B კატეგორიის იუნკერების მშობლებს ეგზავნებათ რექტორის სამადლობელი წერილი საცხოვრებელ მისამართებზე.