სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“.
სასწავლო კურსი განხორციელდა სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 44-მა თანამშრომელმა.
კურსის მიზანს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პერსონალის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.