დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში I და II კურსის 258 იუნკერმა სამხედრო ფიცი მიიღო.
სამხედრო ფიცის მიღებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ფიცის დადება იუნკერებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა.
იუნკერთა ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და ასევე იუნკერების ოჯახების წევრები.